ჩოგბურთი

12:33 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოსაკა მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელია

ავსტრალიის ღია პირველობის ტრიუმფატორი 21 წლის ნაომი ოსაკა მსოფლიო ნომერ პირველი ჩოგბურთელი გახდა. ოსაკა პირველი აზიელი და ზოგადად 26-ე ჩოგბურთელია, ვინც რეიტინგის სათავეში მოექცა.

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტმა პეტრა კვიტოვამ თავისი 2015 წლის შედეგი გაიმეორე და რეიტინგში მეორე ადგილზე გადავიდა. ყოფილი ნომერ პირველი ჩოგბურთელი სიმონა ჰალეპი მესამეზე გადავიდა.

ნიჭიერი ბელორუსელი მოთამაშე არინა საბალენკა კარიერაში პირველად საუთესო ათ ჩოგბურთელს შორისაა.

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე რეიტინგში დაწინაურდა და ერთბაშად 15 პოზიციით წინ წაიწია და ამჟამად 149-ე ადგილზეა.

  1. ნაომი ოსაკა - 7030 - ქულა
  2. პეტრა კვიტოვა - 6290
  3. სიმონა ჰალეპი - 5582
  4. სლოან სტივენსი - 5307
  5. კაროლინა პლისკოვა - 5100
  6. ანგელიკა კერბერი - 4965
  7. ელინა სვიტოლიან - 4940
  8. კიკი ბერტენსი - 4430
  9. ქეროლაინ ვოზნიაცკი - 3566
  10. არინა საბალენკა - 3485

... 149. ეკო გორგოძე - 388

0.144637