სხვა

17:55 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ მინიმალური კაჩი-კოში დააფიქსირა
“იმპერატორის თასი” სეკივაკე ტამავაშიმ მოიპოვა

გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა 2019 წლის პირველი სუპერტურნირი მინიმალური დადებითი ბალანსით (კაჩი-კოში) დაასრულა და სეკიტორის წოდება შეინარჩუნა.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუკიგანში” გამართულ ჰაცო ბაშოზე გაგამარუ რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში ირჯებოდა.
აღმოსავლეთის მე-14 განთესვის მქონე ქართველი გოლიათი შეჯიბრის დასკვნით დღეს აღმოსავლეთისვე მე-5 ნომერ ვაკატაკაკაგესთან ოშიდაშით დამარცხდა. შედეგად, გაგამარუმ ტურნირი 8 მოგებითა და 7 მარცხით დაასრულა და მარტის ბაშოზეც ჯურიოში გაირჯება.
“იმპერატორის თასის” მფლობელი 34 წლის მონღოლი სეკივაკე ტამავაში გახდა, რომელმაც ჰაცუ ბაშოზე 13 გამარჯვება იზეიმა და უახლოეს კონკურენტ ტაკაკეიშოს 2 მოგებით გაუსწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111856