ფეხბურთი

13:15 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" საკლუბო რეკორდი დაამყარა

"დორტმუნდმა" გერმანიის ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩში "ჰანოვერი" დაამარცხა და ბუნდელიგაში დაგროვებული 48 ქულით საკლუბო რეკორდი დაამყარა. როგორც Opta იუწყება, 19 ტურში ამდენი ქულის მოგროვება "დორტმუნმა" პირველად მოახერხა.

ლუსიენ ფავრის გუნდი ჩემპიონატში მეორეადგილოსან მიუნხენის "ბაიერნს" ჯერჯერობით ცხრა ქულით უსწრებს. "რეკორდმაისტერები" მე-19 ტურის მატჩს დღეს "შტუტგარტის" წინააღმდეგ გამართავს.

თეგებიდორტმუნდი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116877