ფეხბურთი

3:09 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის საგოლე პასი "ლეხთან" (+VIDEO)

გრაცის "შტურმი" თურქეთში შეკრებაზე იმყოფება, სადაც ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ნაწილისთვის ემზადება. გრაცელებმა მორიგი ამხანაგურ მატჩი პოზნანის "ლეხთან" ჩაატარეს და 2:1 მოიგეს.

ოთარ კიტეიშვილმა აღნიშნულ შეხვედრაში საგოლე პასით გამოირჩა. 78-ე წუთზე კარისკენ კარგად დაიძრა, თანაგუნდელი ლიბიჩიც დროულად შენიშნა და ზუსტი გადაცემა გაუკეთა. აქვე გეტყვით, რომ სამი დღის წინ ჩვენებურმა ასევე სპარინგში "ვაიცს" გაუტანა.

"შტურმი" ბელეკში რამდენიმე სპარინგ მატჩს კიდევ ჩაატარებს, ხოლო ბუნდესლიგა გრაცელთათვის 24 თებერვალს, "მატერსბურგთან" მატჩით განაახლდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121768