სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:48 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტიმ წარსულთან ვერ მოიგო
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ს XXI ტურმა სტარტი სამი მატჩით აიღო, რომელთაგანაც ყველაზე დიდ ყურადღებას მილანში გასამართი მატჩი იპყრობდა: „მილანი“ – „ნაპოლი“.

ჯერ ერთი, რომ ორივე გუნდი ოთხეულში და თავ-თავიანთი ამოცანებისთვის ქულები ჰაერივით სჭირდებოდათ და მეორეც, თითქმის 10-წლიანი პაუზის მერე „სნა სიროზე“ კარლო ანჩელოტი დაბრუნდა - ოდენ მეტოქის რანგში. გარდა ამისა, ანჩელოტის თავის ყოფილ შეგირდთან, ჯენარო გატუზოსთან ელოდა დაპირისპირება.

ასევე საინტერესო გახლდათ, როგორ წარმოაჩენდა სადებიუტო მატჩში თავს კრშიშტოფ პიონტეკი. ლუკას პაკეტაც პირველად თამაშობდა თავისი გუნდის პუბლიკის წინაშე. მოკლედ, ბევრი ნიუანსი უძღოდა ამ თამაშს წინ. შეხვედრის დაწყებამდე კი ანდრეი შევჩენკო წარუდგა ადგილობრივ პუბლიკას, სიტყვითაც მიმართა და მქუხარე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. ძველი დრო გაახსენდათ „სან სიროზე“.

თუმცა, თამაშის ხარისხმა „მილანი“ რეალობაში დააბრუნა. შეხვედრა არცთუ სანახაობრივი გამოდგა და გოლი არ გასულა. თუმცა, არც მთლად ისე ყოფილა საქმე, რომ გუნდებს 90 წუთის განმავლობაში არაფერი გაეკეთებინათ. ჰქონდათ მცდელობები, რომ რამდენჯერმე გაეტანათ, მაგრამ ჯანლუიჯი დონარუმა და დავიდ ოსპინა მოწოდების სიმაღლეზე ირჯებოდნენ. საბოლოოდ, ნულოვანი ფრე, რომელმაც ვერცერთი გუნდის წისქვილზე წყალი ვერ დაასხა. „ნაპოლიმ“ ერთიქულით შეამცირა სხვაობა, ხოლო „მილანმა“ მდევრებთან გაზარდა, მაგრამ მათ კონკურენტებს ამ ტურის შეხვდრები დღეს ელოდებათ და დიდი შანსია, ყველაფერი პირიქით მოხდეს. ფაქტია, მასწავლებლისა და შეგირდის დუელში ამჯერად გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

სანამ, „მილანი“ და „ნაპოლი“ ქულებს გაიყოფდნენ, იქამდე ფაბიო კვალიარელამ მთელი იტალია აალაპარაკა. „სამპდორიამ“ უფერული „უდინეზე“ 4:0 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის ზონასთანაა, მაგრამ მთავარი მაინც კვალიარელას ამბავია. ფაბიომ დუბლი შეასრულა, ორივე გოლი პენალტით გაიტანა. სხვათა შორის, აქამდე სერია A-ს ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც ზედიზედ 11 მატჩში ჰქონდა გოლი გატანილი - გაბრიელ ბატისტუტა (1994-1995 წლების სეზონში). ახლა უკვე ორია - კვალიარელა არგენტინელს გაუთანაბრდა. 35 წლის ფეხბურთელმა უკანასკენლ 11 მატჩში მოახერხა გოლის გატანა (ჯამში 14 გოლი) და ისტორიული რეკორდის თანამფლობელი გახდა. მომდევნო ტურში „ნაპოლისაც თუ გაუტანს, ხომ საერთოდ, რეკორდს დაამხობს. თუმცა, რაც გააკეთა ესეც ისტორიული შედეგია და ბარე-ორმა უდიდესმა ფორვარდმა იგივე ვერ შეძლო. სხვათა შორის, იტალიელს 16 გოლი დაუგროვდა და კრიშტიანუ რონალდუსა და დუვან ძაპატას უკვე 2 გოლით გაასწორ ბომბარდირთა დავაში, სადაც პირველ ადგილზე იმყოფება. ჰო, ცნობისთვის, რამდენიმე დღეში ფაბიო კვალიარელა 36 წლის ხდება...

21-ე ტური რეჯიო ემილიაში გაიხსნა, სადაც „სასუოლომ“, რომელმაც შუა კვირაში ლიდერი კევინ-პრინს ბოატენგი დაკარგა, „კალიარი“ მიიღო და უშანსოდ დაამარცხა - 3:0.

„სასუოლო“ – „კალიარი“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ლოკატელი (9), 2:0 ბაბაკარი (45, პენ), 3:0 მატრი (87)

„სამპდორია“ – „უდინეზე“ 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 კვალიარელა (33, პენ), 2:0 კვალიარელა (56, პენ), 3:0 ლინეტი (68), 4:0 გაბიადინი (78)

„მილანი“ – „ნაპოლი“ 0:0 (0:0)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.298688
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X