ფეხბურთი

20:36 | 26.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: „პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნება ძნელი იქნება“

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას ტურინულ კლუბში დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.

„ჟურნალისტებს უკიდეგანო ფანტაზია აქვთ, ვფიქრობ, დღეს პოგბას იტალიაში დაბრუნება ძალიან რთული იქნება, - უთხრა ალეგრიმ Football Italia-ს.

პოგბა „მანჩესტერის“ აღზრდილია. 2012 წელს ფრანგმა ბრიტანული კლუბი დატოვა და „იუვენტუსში“ გადავიდა, სადაც ოთხი სეზონი გაატარა და პირველად გააცნო თავი საფეხბურთო სამყაროს. 2016-ის ზაფხულში კი „იუნატედმა“ ის დაიბრუნა და 105 მილიონი ევროც გადაიხადა.

მიმდინარე სეზონში პოგბას კლუბში საქმეები ყოჩაღად ვერ მისდიოდა. ყოფილ მწვრთნელ, ჟოზე მოურინიუსთან ვერ რიგდებოდა. მაგრამ ნორვეგიელი ოლე გუნარ სოლსკიაერის მთავარმწვრთნელად მისვლის შემდეგ, გუნდმაც და პოგბამაც, თითქოს ახალი სიცოცხლე შეიძინეს. „მანჩესტერმა“ ნორვეგიელის ხელმძღვანელობით, მიჯრით პირველი რვავე შეხვედრა მოიგო.

„ეს“ პიგბა კი „ის“ პოგბა გახდა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12041