ფეხბურთი

18:27 | 26.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჯენოას" ფანების პროტესტი: "აღარ შეიძინოთ მაისურები, რომლებზეც გვარები ეწერება!"

იტალიური „ჯენოას“ ქომაგთან დაჯგუფება, რომელიც Figgi do Zena-ს სახელითაა ცნობილია და გენუურის გუნდის ყველაზე ისტორიული გულშემატკივართა ჯგუფია, გენუელთა სატრანსფერო პოლიტიკას აკრიტიკებს.

ისინი „ჯენოას“ ქომაგებს მოუწოდებენ, რომ მაისურები, რომლებზეც ფეხბურთელთა გვარები იქნება დატანილი, აღარ შეიძინონ.

„გვინდა, რომ „ჯენოას“ ყველა გულშემატკივარი ბავშვების მშობლებს მივმართოთ - აღარ შეიძინოთ „ჯენოას“ მაისურები, რომლებზეც ფეხბურთელების გვარები ეწერება. იყიდეთ, მხოლოდ სახელ-გვარების გარეშე, მხოლოდ წითელ-ლურჯი ფერის მაისურები. ვინაიდან, ამ ფერებისა და „გრიფონეს“ ლოგოს გაყიდვას ვერავინ ვერასდროს შეძლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ჯენოას“ გულშემატკივართა ასეთი განცხადების მიზეზი ის გახდა, რომ მათი საყვარელი გუნდი ფეხბურთელებს გამუდმებით ყიდის. ბოლო მათგანი კრშიშტოფ პიონტეკია, რომელიც სეზონის პირველ ნახევარში „ჯენოას“ საუკეთესო ბომბარდირი იყო, მაგრამ ორი დღის წინ „მილანში“ გადავიდა.

თეგებიჯენოა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112595