ფეხბურთი

9:54 | 25.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მონაკომ“ ანრი 104 დღიანი მუშაობის შემდეგ დაითხოვა

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, „მონკომ“ მთავარი მწვრთნელი, ტიერი ანრი, ცუდი შედეგების გამო, დროებით დაითხოვაო. მაგრამ შემდეგ, ჯერ არაოფიციალურად, მაგრამ დადასტურდა, რომ ფრანგი სპეციალისტი საერთოდ დაითხოვეს - წერს თავის „ტვიტერში“ BBC-ის ჟურნალისტი, დევიდ ორნსტეინი.

წყაროს ცნობით, ანრი უახლოეს დროში გააკეთებს განცხადებას გადადგომის შესახებ. გუნდს კი ისევ ლეონარდუ ჟარდიმი ჩაიბარებს. კლუბი უკვე შეთანხმებულა პორტუგალიელთან. ვარაუდობენ, რომ ჟარდიმი მუშაობას უახლოესი 48 საათის განმავლობაში შეუდგება.

44 წლის ჟარდიმი „მონაკოს“ 2014 წლიდან წვრთნიდა და 2016/17 წლების სეზონში გუნდი საფრანგეთის ჩემპიონი გახადა. მიმდინარე გათამაშებაში კი სათავადოს გუნდი ძალიან ცუდად ასპარეზობს. ამისდაკვალად, 11 ოქტომბერს ჟარდიმი დაითხოვეს და მის მაგიერ კი ტიერი ანრი დანიშნეს. ანრის ხელმძღვანელობით, „მონაკომ“ საფრანგეთის ჩემპიონატში 12 მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო და ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.

0.113153