ფეხბურთი

21:49 | 24.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" რიჩარდსი გამოისყიდა

ამერიკის შეერთებული შტატების 20-წლამდელთა ნაკრების მცველი კრის რიჩარდსი "ბაიერნმა" ოფიციალურად დაიმატა. "დალასის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი გერმანულ კლუბში 2023 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია "ბაიერნის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გავრცელა.

რიჩარდსი გერმანულ გუნდში იჯარის წესით ბოლო ერთი წლის განმავლობაში თამაშობდა. "ბაიერნის" 19-წლამდელთა გუნდში კრისმა 21 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

0.112257