ჭიდაობა

11:23 | 24.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გეგა გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მისთვის ბრალის წარდგენა თბილისის მთავარ სამმართველოში მოხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

www.ipn.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111857