ფეხბურთი

19:48 | 23.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბალოტელი "მარსელის" ფეხბურთელია

ფრანგული „ნიცას“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი კარიერას მარსელის „ოლიმპიკში“ გააგრძელებს. როგორც ზღვისპირელთა ვებგვერდი იტყობინება, 28 წლის იტალიელი „მარსელის“ ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დაიცავს.

ბალოტელი „ნიცაში“ 2016 წლიდან თამაშობდა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში გოლი არ გაუტანია. გაცილებით შედეგიანი იყო იტალიელი წინა სეზონებში - შარშან 18 გოლი გაიტანა, ხოლო შარშანწინ - 15.

მარიოს სხვა და სხვა დროს ასევე უთამაშია „ინტერის“, „სიტის“, „მილანისა“ და „ლივერპულის“ რიგებში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113281