ძიუდო

15:16 | 23.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის დადგენილება

აღმასკომის დადგენილება ფინანსური სახსრების ეფექტურ გამოყენებასთან დაკავშირებით ეროვნულ ნაკრებთან მიმართებაში.

1. ოლიმპიური ციკლის აქტიურ ფაზაში შესვლის გამო მოხდეს ფინანსური რესურსების მაქსიმალური მიმართვა ეროვნული ნაკრები გუნდის კუთხით სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებ გუნდებსა თუ განსახორციელებელ პროგრამებთან შედარებით.
2. ჯანსაღი კონკურენციის შექმნის უზრუნველყოფის მიზნით ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს მიეცეს რეკომენდაცია 2019 წლის ევროპის ოლიმპიური თამაშებისთვის გუნდის შერჩევის დროს კონკურენციაში მყოფ თითოეულ სპორტსმენს მისცეს თანაბარი და რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა საერთაშორისო შეჯიბრებზე და ამავე შეჯიბრებზე მიბმულ საერთაშორისო ერთობლივ შეკრებებში მონაწილეობის.
3. მეორე პუნქტში ჩამოყალიბებული მიზნის უზრუნველსაყოფად ნაკრები გუნდის დაკომპლექტებამდე (პირობითად ანტალიის გრან-პრის ჩათვლით, ზუსტ თარიღს განსაზღვრავს მთავარი მწვრთნელი) არარეკომენდირებულად იქნეს მიჩნეული საქართველოში შიდა შეკრების ჩატარება, რა დროსაც დაზოგილი თანხა, გარდა შეჯიბრებისა ამავე დროს მიმართულ იქნას საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო ფონდის გაზრდის კუთხით.
4. საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი გაიზარდოს და განისაზღვროს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარით. აღნიშნული საპრიზო ფონდის ზრდა 70%-ით მოხდეს უფროს ასაკში გასამართ საკლუბო პირველობასთან მიმართებაში, რაც მისცემს საშუალებას ოფიციალურ შეჯიბრებზე (ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი, ოლიმპიური თამაშები) ვერმოხვედრილ სპორტსმენებს ძიუდოსადმი ინტერესის არათუ დაკარგვის, არამედ კიდევ უფრო გაღვივების, მათი შემოსავლის და საშეჯიბრო პრაქტიკის გაზრდის კვალობაზე.
5. ზემოაღნიშნული ასევე ხელს შეუწყობს პირადი მწვრთნელების ჩართულობას მათი შეგირდების კონკურენციის პერიოდში მომზადების დროს, ხოლო ამ პერიოდისთვის მთავარ მწვრთნელს მისი თანაშემწეების დახმარებით მიეცემა მზადების პროცესზე დაკვირვების და კონტროლის საშუალება. ზემოაღნიშნული ასევე გამოიწვვეს ისეთ დადებით ეფექტს, როგორიცაა სხვადასხვა კლუბებსა თუ დარბაზებს შორის კონკურენციის ზრდა.
6. გამონაკლისის სახით ზემოაღნიშნული პუნქტები არ გავრცელდეს 23 წლამდეთა ნაკრების იაპონიაში უკვე დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებით (10.02 – 28.02) რამეთუ მისი გაუქმება გამოიწვევს ფედერაციის ფინანსების არაეფექტურ ხარჯვას, გამომდინარე გარკვეული ხარჯების უკვე გაღების გამო.

0.114331