ფეხბურთი

10:23 | 23.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: „ფრანგული ლიგა 1 ძალიან ჰგავს ესპანეთის ჩემპიონატს“

„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელმა შემტევმა, ნეიმარმა, ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი ძალიან ჰგავს ესპანეთისას. პარიზში გადაბარგებამდე ის ხომ „ბარსელონაში“ თამაშობდა.

„საფრანგეთს უფრო მალე შევეგუე, ვიდრე მეგონა. საქმე ისაა, რომ ლიგა 1 ძალიან ჰგავს ესპანეთის ჩემპიონატს. თავიდან გამიჭირდა პარიზთან შეგუება და ამან კლუბის ხელმძღვანელობას გარკვეული პრობლემები შეუქმნა. მაგრამ, ახლა ყველაფერი რიგზეა. თავს ისე ვგრძნობ, როგორც შინ.“ - უთხრა ნეიმარმა Canal+.

0.114189