ფეხბურთი

4:25 | 23.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სალას აუდიო შეტყობინება WhatsApp-ში: "მკვდარი ვარ, აქ ვერავინ მიპოვის" (+VIDEO)

„კარდიფ სიტის“ თავდამსხმელი ემილიანო სალა 15-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ვერ იპოვეს. არგენტინული Clarin-ი კი, სალას ხმოვან შეტყობინებს აქვეყნებს, რომელიც თვითმფრინავადან WhatsApp-ის მეშვეობით თავის ჯგუფში გაგზავნა.

შეტყობინება ორ ნაწილად იყოფა: პირველში არგენტინელი ამბობს, რომ თვითმფრინავი დაშლის პირასაა, ხოლო მეორეში მეგობრებს აფრთხილებს, რომ საათნახევრის შემდეგ მისი ძებნა გახდება საჭირო:

„სალამი, როგორ ხართ გიჟებო? მკვდარი ვარ! ნანტში ვიყავი, ძალიან დავიღალე, რაღაც საქმეები მოვაგვარე. რაღაც, რაღაც, რაღაც, რაღაც, არასდროს სრულდება, არასდროს სრულდება, არასდროს სრულდება. ახლა თვითმფრინავში ვარ და ასე მგონია, დაიშლება. კარდიფში მივფრინავ. ხვალ ახალ გუნდში დავიწყებ ვარჯიშს და ვნახოთ, რა მოხდება“, - ამბობდა სალა.

ოდნავ მოგვიანებით მან კიდევ ერთი შეტყობინება გაგზავნა:

„როგორ ხართ, ძმებო და დებო, კარგად? თუ საათნახევრის შემდეგ ჩემგან შეტყობინებას ვერ მიიღებთ, არ ვიცი, მოსაძებნად ვინმეს თუ გამოგზავნიან, რადგან აქ ვერ მიპოვნიან. ღმერთო, როგორ მეშინია!“, - ამბობდა სალა.

შეგახსენებთ, რომ სალა კერძო თვითმფრინავით ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა, თუმცა დაშვებამდე 1 საათით ადრე ლაინერი რადარებიდან გაქრა. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის პოლიცია საჰაერო და საზღვაო ტექნიკით გაუჩინაურებულ თვითმფრინავს 15 საათი უშედეგოდ ეძებდა. სამძებრო ოპერაცია დილით უნდა განახლდეს.

Loading...
სტატისტიკა
პრემიერლიგა - ტური 38
  • 12 მაისი, 2019
  • ბრაიტონი - სიტი
  • ბარნლი - არსენალი
  • კრ. პალასი - ბორნმუთი
  • ფულემი - ნიუკასლი
  • ლესტერი - ჩელსი
  • ლივერპული - ვულვზი
  • მანჩესტერი - კარდიფი
  • საუთჰემპტონი - ჰადერსფილდი
  • ტოტენჰემი - ევერტონი
  • უოტფორდი - ვესტ ჰემი
0.263508