ფეხბურთი

19:22 | 22.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ მადრიდის სასამართლოში წარსდგა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მადრიდში დაბრუნდა, სადაც ადგილობრივი სასამართლოს წინაშე წარსდგა. პორტუგალიელ ვარსკვლავს ბრალდება წარედგინა, რომლის თანახმად 18.8 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს და მომდევნო 23 თვის განმავლობაში პირობითი პატიმრობა მიესაჯა.

ვინაიდან სასჯელის ვადა 24 თვეს არ აღემატება და პირველი დანაშაულია, ესპანური კანონმდებლობის თანახმად, კრიშტიანუ სასჯელს ციხეში არ მოიხდის.

სასამართლოში რონალდუ ჯორჯინასთან ერთად იყო მისული, ხოლო იქედან გამოსულმა ესპანელი ჟურნალისტების კითხვებს მოკლედ უპასუხა: „ყველაფერი კარგადაა“.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის სასამართლო რონალდუს „რეალში“ თამაშის პერიოდში გადასახადებისგან თავის არიდებაში დასდეს ბრალი, რომელიც 14.7 მილიონ ევროს შეადგენდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098782