ფეხბურთი

3:10 | 22.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ვარჯიშობს, "მილანი" ოთხეულში დაბრუნდა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს მეოცე ტური „იუვენტუსისა“ და „მილანის“ გაამრჯვებებით დასრულდა. ტურინელებმა კიდევ ერთხელ ცხადყვეს, რომ უკონკურეტონი არიან სამშობლოში, ხოლო „მილანმა“ გენუაში მოიპოვა სამი ქულა და ოთხეულში დაბრუნდა.

„იუვენტუსმა“ ტურის დასკვნით შეხვედრაში „კიევოს“ უმასპინძლა და ძალიან ადვილიად დაამარცხა. ეს ადვილი მისახვედრი იყო, რადგან ვერონელები ცხრილის ფსკერზე არიან დალექილნი და ქვედა ლიგისკენ მიექანებიან. „იუვე“ პირიქით - საჩემპიონოდაა შემართული. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა იმდენად მარტივად მოიგო, რომ თამაშის სცენარზე საუბარი წყლის ნაყვას ჰგავს. გეტყვით, რომ მისი ბედი პირველივე ტაიმში დუგლას კოშტასა და ემრე ჯანის გოლებით გადაწყდა. შეხვედრას წერტილი დანიელე რუგანიმ დაუსვა. ჰო, მეორე ტაიმის სტარტზე კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი ვერ გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად დაწინაურების შანსი ამ ტურში ხელიდან გაუშვა, „იუვემ“ 56 ქულა დააგროვა და „ნაპოლის“ დამაჯერებლად, 9 ქულით სჯაბნის.

იქამდე, სანამ „იუვე“ ივარჯიშებდა, „მილანმა“ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. „ჯენოასთან“ არ უთამაშია გონსალო იგუაინს, რომელიც პრაქტიკულად ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელია. თავის მხრივ, გენუელთა ბომბარდირი კრშიშტოფ პიონტეკიც არ იყო მინდორზე - მისი „მილანში“ გადასვლაც გადაწყვეტილი ამბავი გახლავთ.

თამაშს რაც შეეხება „როსონერიმ“ ბოლოსკენ გატეხა მეტოქის წინააღმდეგობა ბოლოსკენ გატეხა. იქამდე, ორივე გუნდის კართან ბევრი მომენტი შეიქმნა, აფერუმ ჯიჯო დონარუმას, რომელმაც არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი. უნდა შევაქოთ ლუკას პაკეტაც, რომელმაც სერია A-ში პირველად ითამაშა და ბევრზე შთაბეჭდილება უკვე მოახდინა. ბრაზილიელმა მართლაც ჩინებული თამაში ჩაატარა. გოლებს რაც შეეხება: 72-ე წუთზე ანდრეა კონტის კარგი თამაში და საგოლე პასი ფაბიო ბორინიმ დააფასა - ანგარიში გაიხსნა. მეორე გოლი კი ესპანელმა სუსომ გაიტანა და ყველაფერი ნათელი გახდა. „მილანს“ ამ გამარჯვებით 34 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაბრუნდა.

„ჯენოა“ – „მილანი“ 0:2 (0:0) VIDEO

გენუა, „მარასი“

„ჯენოა“ (4-4-2): რადუ; ბირასკი (პერეირა 76), რომერო, ძუკანოვიჩი, კრიშიტო; ლაზოვიჩი, როლონი, ველოზუ (დალმონტე 84), ბესა; პანდევი (ფავილი 58), კუამე

მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი

„მილანი“ (4-3-3): დონარუმა; აბატე, მუსაკიო, ძაპატა (კონტი 14), როდრიგესი; პაკეტა, ბაკაიოკო, ჩალჰანოღლუ (მაური 79); სუსო (კასტილიეხო 88), კუტრონე, ბორინი

მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

გოლები: 0:1 ბორინი (72), 0:2 სუსო (83)

გაფრთხილება: რომერო (41), როლონი (70) - ბორინი (8), კუტრონე (45), პაკეტა (58)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 9 (7) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: დანიელე ორსატო

„იუვენტუსი“ – „კიევო“ 3:0 (2:0) VIDEO

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): პერინი; დე შილიო, რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო (კინი 89); ბერნარდესკი (სპინაცოლა 86), ემრე ჯანი, მატუიდი, დუგლას კოშტა (ბენტანკური 76); დიბალა, რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„კიევო“ (3-4-3): სორენტინო; ტომოვიჩი, ბანი, როსეტინი; დეპაოლი (იაროშინსკი 66), ჰეტემაი (ვინიატო 62), რადოვანოვიჩი, კინე; ჯაკერინი, პელისიერი (სტეპინსკი 65), მეჯორინი

მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო

გოლები: 1:0 დუგლას კოშტა (13), 2:0 ემრე ჯანი (45), 3:0 რუგანი (84)

გაფრთხილება: დე შილიო (80) - ბანი (51), კინე (83)

გამოუყენებელი პენალტი: რონალდუ (52, მეკარე)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (11) – 7 (3) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 12:5 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: მარკო პიჩინინი

თეგებისერია A
0.311228