ფეხბურთი

23:59 | 21.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძეს "მილანი" აკვირდება

ბელგიური „გენტის“ ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე იტალიური „მილანის“ თვალთახედვის არეში მოხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას Sportmediaset-ის ჟურნალისტი სოციალური ქსელით ავრცელებს.

იტალიელი მიმომხილველი ტვიტერის პირად გვერდზე წერს, რომ „მილანი“ ბელგიაში გიორგი ჩაკვეტაძით დაინტერესდა.

„მილანი“ ბელგიაში „გენტის“ გამთამაშებელ გიორგი ჩაკვეტაძესაც აკვირდება. მისი ფასი 15 მილიონი ევროა“, - წერს ჟურნალისტი.

ჯერჯერობით, სხვა ხელჩასაჭიდი ცნობა ზემოხსნებულთან დაკავშირებით არ ვრცელდება. შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე ბოლო პერიოდში არაერთ ევროპულ გრანდს დაუკავშირეს. მათ შორის, „ბარსელონას“, „ბაიერნსა“ და „რომას“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110827