ფეხბურთი

15:04 | 21.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია და მისი 23 წლის კონკურენტი - ბრძოლა პირველობისთვის

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია „მაგდებურგში“ სათამაშო პრაქტიკის მიღების გამო გადავიდა. Volksstimme.de ციტირებს ქართველი კიპერის სიტყვებს, სადაც ამბობს, რომ სკამზე ჯდომას არ აპირებს.

„რა თქმა უნდა, თამაში მინდა. თუმცა, იგივე მიზანი გუნდის სხვა ყველა ფეხბურთელსაც ამოძრავებს. მე ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ“, - თქვა გიორგიმ.

თავის მხრივ, ჩვენებურის კონკურენტი 23 წლის ალექსანდერ ბრუნსტიც არ აპირებს სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დათმობას. მისთვის ახალი მეკარის მოყვანა სიუპრიზი არ ყოფილა:

„ცხადი იყო, რომ გუნდი იასმინ ფეიზიჩის შემცვლელს მოიყვანდა. ეს ვიცოდი და არ გამკვირვებია. გავაგრძელებ მძიმე მუშაობას, როგორც აქამდე“, - განაცხადა ბრუნსტმა.

სხვათა შორის, „მაგდებურგმა“ შაბათს „კოტბუსთან“ სპარინგი ჩაატარა და 0:1 წააგო. ლორიას ამ მატჩში არ უთამაშია. სამაგიეროდ, გუშინ „ლაიფციგს“ გაეჯიბრა და მოიგო. შეხვედრა, რომელიც სამი 30-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა, ქართველი კიპერის გუნდის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. სწორედ ამ მატჩში შედგა ლორიას გერმანული დებიუტი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107695