ფეხბურთი

1:57 | 21.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსას“ ზედიზედ მეშვიდე

ლიდერ „ბარსელონას“ ეგონა, „ლეგანესს“ იოლად დაამარცხებდა. უფრო სწორად, მინდორზე „სამუშაო გამარჯვებისთვის“ გავიდა და თავიდან ასეც ჩანდა, სიუჟეტი მოსაწყენი იქნებოდა და „ბარსა“ თავის მორიგ მსხვერპლს იოლად მოინელებდა. ეს ვარაუდი ნახევარი საათის თავზე დემბელეს გოლმაც გაამყარა.

მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა ერთი საპასუხო გაიტანეს და მერე ისე ათამაშდნენ, კატალონიელებს ცოტა დაბნეულობა დაეტყოთ. მაგრამ „ბარსელონას“ თადარიგში გენიოსი ეჯდა, რომლის მინდორზე გასვლამაც ყველაფერი შეცვალა. მესი თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო და უცებ დაალაგა ყველაფერი. ჯერ მისი შესანიშნავი „ცხრიანში“ დარტყმული მოიგრია მეკარე კუელიარმა, მაგრამ დასწრებაზე სუარესმა ითამაშა და მეორე ბურთი გაიტანა. ბოლოს ლეომ „თავისიც“ შეაგდო და საქმეც უმტკივნეულოდ მოათვა.

ეს „ბარსელონას“ ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება გახლდათ პრიმერაში. შედეგად, კატალონიელები ისევ ხუთი ქულით უსწრებენ უშუალო მდევარ „ატლეტიკოს.“

რაც შეეხება აუტსაიდერებს. „ვილიარეალმა“ შინ ვერაფერი მოუხერხა ბილბაოს „ატლეტიკს.“ მართალია, თავიდან ხაუმეს ავტოგოლით აგებდა, მაგრამ ქულა მაინც გადაარჩინა. მიუხედავად ამისა, კვლავაც ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.

კიდევ ერთი მებოლოვე, „რაიო ვალეკანო,“ „სოსიედადს“ 2:0 უგებდა, მაგრამ ბასკებმა ხასიათი გამოავლინეს და საბოლოოდ მატჩი 2:2 დამთავრდა.

ტური ორშაბათს, „ეიბარი“ – „ესპანიოლის“ მატჩით დასრულდება.

ესპანეთი

პრიმერა. მე-20 ტური. 20 იანვარი

ბარსელონა - ლეგანესი 3:1

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“ 50 670

1:0 დემბელე (32), 1:1 ბრეითუეთი (57), 2:1 ლუის სუარესი (71), 3:1 მესი (90+2)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, რობერტო, პიკე, ვერმალენი, ალბა, ბუსკეტსი, არტური (რაკიტიჩი 64), ალენია (მესი 64), კოუტინიო, დემბელე (მალკოლმი 69), ლუის სუარესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ლეგანესი: კუელიარი, ნიომი, ტარინი, სიოვასი, ომერუო, ხონატან სილვა, რესიო, ვესგა (ერასო 86), როდრიგესი (ელ ჟარი 86) , ენ-ნესირი, ბრეითუეთი (სანტოსი 78)

მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

მსაჯი: რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა

გაფრთხილება: ბუსკეტსი (12), ალენია (54), რობერტო (60); ბრეითუეთი (8), ტარინი (22), ომერუო (30),

ბეტისი - ჟირონა 3:2

1:0 ტელიო (12), 1:1 ალეშ გარსია (36), 1:2 დუმბია (44), 2:2 ლორენი (54), 3:2 კანალესი (90+4, პენ)

ვილიარეალი - ბილბაო 1:1

0:1კოსტა (18, საკ. კარში), 1:1 ეკამბი (71)

ლევანტე - ვალიადოლიდი 2:0

1:0 კოკე (42), 2:0 როხერი (90+5)

რაიო ვალეკანო - სოსიედადი 2:2

1:0 კომესანია (22), 2:0 ემბარბა (28), 2:1 მორენო (39), 2:2 ვილიანი (82)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113756