ფეხბურთი

1:00 | 21.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფერდინანდი ჟორჟინიოს აკრიტიკებს: "მოედანზე უსარგებლოა, პასი არ აქვს, დაცვა და შეტევაც არ იცის!

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა რიო ფერდინანდი ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველ ჟორჟინიოს აკრიტიკებს. მისი თქმით, იტალიელელი ფეხბურთელი მოედანზე არაფერს აკეთებს - არც დაცვაშია პროდუქტიული და არც შეტევაში.

„მან უნდა განსაზღვროს სათამაშო რიტმი, თუმცა გუნდს საერთოდ ვერ ეხმარება. დაახლოებით 2 ათასი გადაცემა გააკეთა, მაგრამ არცერთი ყოფილა გადამწყვეტი. გარდა ამისა, ის არაა დიდი მცველი, რადგან დიდი გუნდების წინააღმდეგ მოედნის ცენტრში ადვილად იჩაგრება. ბევრსაც არ მოძრაობს. შესაბამისად, დაცვაშიც არაფერს აკეთებს და თავდასხმაშიც არ ეხმარება თავის გუნდს“, - განუცხადა ფერდინანდმა BT Sport-ს.

შეგახსენებთ, ჟორჟინიო „ჩელსიში“ გასულ ზაფხულს „ნაპოლიდან“ მაურიციო სარის დაჟინებული მოთხოვნით გადავიდა.

სტატისტიკა
0.26118