ფეხბურთი

11:51 | 20.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სილვა: "იანვარში არავის დამატებას ვაპირებთ"

"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა მარკო სილვამ "საუთჰემპტონთან" წაგების შემდეგ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბი არავის დამატებას აპირებს და იმედოვნებს, რომ სპეკულაციები მორჩება.

"ორი დღის წინ ვთქვი, რომ სპეკულაციები უნდა დამთავრდეს. კლუბს ამ ეტაპზე არ აქვს ის პირობები, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს. ახლა მთავარია ჩვენმა ფეხბურთელებმა ნათელი გონება შეინარჩუნონ, ჩვენ ამ მოთამაშეებზე ვართ დამოკიდებულნი." - განაცხადა სილვამ.

"ევერტონს" 23 მატჩის შემდეგ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-11 ადგილი უკავია. მომდევნო მატჩს ლივერპულული გუნდი 29 იანვარს "ჰადერსფილდთან" ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1207