ფეხბურთი

14:16 | 20.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: "ბარსელონა" ტრანსფერებზე მუშაობს"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ კლუბი შესაძლო ტრანსფერებზე მუშაობს, თუმცა ყველაფერი მათი გადასაწყვეტი არაა.

"ვიცი, რომ კლუბი მუშაობს ახალი ფეხბურთელების დამატებაზე, თუმცა ერთი შეხევით ადვილი პროცესი არაა. ვნახოთ რა მოხდება და თუ კლუბი ვერ განახორციელებს ტრანსფერებს, ვიტყვი იგივეს: გავაგრძელებთ მუშაობას იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც გვყავს. ჩვენ ბედნიერები ვართ მათი გუნდში ყოფნით." - განაცხადა პრესკონფერენციაზე ვალვერდემ.

ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი ფეხბურთელების დამატება სურს "ბარსელონას". გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 43 ქულით პირველ ადგილზეა და დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე "ლეგანესთან" ლა ლიგის მე-20 ტურის მატჩს ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109039