ავტოსპორტი

2:10 | 20.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის ახალ სეზონში მანქანები მნიშვნელოვნად შენელდება

ფორმულა 1-ის გუნდ „რეისინგ პოინტის“ (ყოფილი ფორს ინდია) ტექნიკური დირექტორი ენდი გრინი ამბობს, რომ ტექნკური რეგლამენტის გამო, რომელიც ძალაში ახალი სეზონიდან შევა, მნიშვნელოვნად შეამცირებს მანქანების სიჩქარეს.

ახალი რეგლამენტის შესაბამისად, გამარტივდება წინა და უკანა ფრთების კონსტრუქცია, რაც შეამცირებს მანქანის უკან ჰაერის ნაკადის ტურბულენტობას, ეს კი გასწრების მანევრებს გაამარტივებს. მაგრამ როგორც გრინი ამბობს, ფრთების კონსტრუქციის შეცვლა, მანქანის ჩაჭიდებასაც ამცირებს, რაც მისი საშუალო სიჩქარის შემცირებას იწვევს.

„გავლენა (ახალი რეგლამენტის) დიდია. აეროდინამიკურ მილში პირველმა ტესტებმა გვიჩვენა, რომ წრის გავლის დროებს შორის სხვაობა რამდენიმე წამი იქნებოდა. ამასთან, მანქანის ბალანსიც გაუარესდა. ეს იყო ყველაზე უარესი, რასაც მოველოდით. იმედი გვაქვს, რომ მჭიდრო რბოლების მხრივ, შედეგი უფრო პოზიტიური იქნება“, - ვებგვერდ „მოტორსპორტთან“ საუბრისას ამბობს გრინი და დასძენს: „სხვების მსგავსად, ვცდლობთ გზა გავიკვლიოთ იმ ხვრელში, სადაც ახალი რეგლამენტის გამო აღმოვჩნდით. მანქანის სრულად შეცვლაზე ლაპარაკი არაა, მაგრამ არც ბევრი უკლია“.

ახალი სეზონის დაწყებამდე, გუნდები ეცდებიან, რომ დანაკარგის მაქსიმალურად კომპენსირება შეძლონ. მაგრამ ეს ძნელი იქნება მათთვის, ვისაც შედარებით მცირე ბიუჯეტი აქვს. ასეთებს შორის არ არიან „ფერარი“, „მერსედესი“, „რედ ბული“, „რენო“ და „მაკლარენი“.

გრინი ფიქრობს, რომ ახალი რეგლამენტის მიუხედავად, რბოლებისას გასწრების რიცხვი არ მოიმატებს: „იმედი მაქვს ვცდები, ეს ყველაფერი კარგად იმუშავებს და წინ მიმავალი მანქანის მიყოლა გაადვილდება. მაგრამ ჩატარებული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ამ მხრივ, გაუმჯობესება მინიმალური იქნება“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106523