ფეხბურთი

22:00 | 19.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბენფიკამ" "ლივერპულის" 70-მილიონიან წინადადებაზე უარი თქვა

"ლივერპულმა" ლისაბონის "ბენფიკას" 19 წლის შემტევის ჟოაუ ფელიქს სეკეირუს სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა პორტუგალიური კლუბისგან უარი მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია Correio Da Manha-მ გაავრცელა. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ასევე "მანჩესტერ სიტი", პსჟ, "ბარსელონა" და "მონაკო" იჩენენ.

ჟოაუმ თამაში "პორტუს" აკადემიაში დაიწყო და 2015 წელს "ბენფიკას" 17-წლამდელთა გუნდს შეუერთდა. პირველ გუნდში სეკეირუ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე დააწინაურეს და დღემდე ჩატარებულ 18 შეხვედრაში ახალგაზრდა შემტევმა ექვსი გოლი გაიტანა. შედგიანი თამაშის წყალობით პორტუგალიელის სატრანსფერო ღირებულება 2-დან 15 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.110125