ფეხბურთი

14:10 | 19.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ესპანეთის თასიდან მოხსნას გადაურჩა

კატალონიის „ბარსელონა“ ესპანეთის თასისთვის ბრძოლას აგრძელებს. „ლევანტეს“ საჩივარი კატალონელების გათამაშებიდან მოხსნის შესახებ საარბიტრაჟომ უარყო. შედეგად, „ბარსა“ მეოთხედფინალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალის პირველ მატჩში „ბარსელონას“ რიგებში 19 წლის ჩუმიმ ითამაშა, რომელსაც მეორე გუნდში დისკვალიფიკაცია ჰქონდა მიღებული და წესით, აღნიშნული სასჯელის გამო ვერც ზემოხსენებულ შეხვედრაში უნდა ეთამაშა.

თუმცა, „ბარსელონა“ სანქციას გადაურჩა. აქვე გეტყვით, რომ „ბლაუგრანამ“ მერვედფინალში „ლევანტე“ ორი მატჩის ჯამში 4:2 (1:2, 3:0) დაამარცხა.

უკვე ცნობილია ესპანეთის თასის მეოთხედფინალური წყვილებიც:

„ბარსელონა“ – „სევილია“

„ხეტაფე“ – „ვალენსია“

„ესპანიოლი“ – „ბეტისი“

„რეალი“ – „ჟირონა“

პირველი მატჩები დამდეგ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, ხოლო საპასუხოები ორი კვირის შემდეგ გაიმართება.

სტატისტიკა
0.276905