კალათბურთი

0:10 | 19.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის ორმაგი დუბლი “რეალთან”
ქართველმა ტალანტმა ევროლიგის ფავორიტის ძლევაში დიდი წვლილი შეიტანა

19 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ევროლიგაში მორიგი ჩინებული მატჩი ჩაატარა. ჩვენებურის “ბუდუჩნოსტმა” ფავორიტად შერაცხულ მადრიდის “რეალს” 73:60 სძლია, გოგამ კი ორმაგი დუბლი შეასრულა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ბითაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა, სათამაშო დროით თანაგუნდელთაგან მხოლოდ ეარლ კლარკს ჩამორჩა. ქართველმა ცენტრმა 27:33 წუთში 13 ქულა ჩააგდო, რასაც 10 მოხსნა (4 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 3 დაფარება წაამატა.


ბითაძემ 6-დან 3 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 3-ჯერ დაუფარეს, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.
შედეგად, გოგას სარგებლიანობის კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა და მას მასპინძელთა მხრიდან მხოლოდ ხსენებულმა კლარკმა (25) აჯობა, რომელმაც ასევე დაბლ-დაბლი შეასრულა – 12 ქულა, 12 მოხსნა.


ერთი საინტერესო დეტალიც. “რეალის” გამოცდილმა ცენტრებმა ვალტერ ტავარესმა და გუსტავო აიონმა, რომელთა წინააღმდეგაც თამაში გოგას უწევდა, ჯამში 8 ქულა, 8 მოხსნა და 4 ბლოკ-შოტი მიითვალეს.


“ბუდუჩნოსტმა” 5 მოგება და 14 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში კვლავაც მე-15 ადგილზე რჩება, თუმცა კი, მხოლოდ 1 მოგებითღა ჩამორჩება ესპანურ “გრან კანარიას”, რომელსაც 25 იანვარს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101803