ფეხბურთი

22:25 | 18.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ირანელი მეკარის საოცარი პასი ხელით (+VIDEO)

აზიის თასზე ირანისა და ერაყის ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და უგოლოდ დაზავდნენ. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული მატჩი ყურადღების ცენტრში მაინც მოექცა და ეს ირანელთა კარის დარაჯის, ალირეზა ბეირანვანდის დამსახურებაა.

ირანის ნაკრების მეკარემ ხელით საოცარი, 70-მეტრიანი გადაცემა გააკეთა... ალირეზა ბეირანვანდი საყოველთაო ყურადღების ღირსი ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს გახდა.

მუნდიალზე ირანის ნაკრების რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში კრიშტიანუ რონალდუს პენალტიც აუღო.

0.10423