ფეხბურთი

17:57 | 18.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლაშა შერგელაშვილი საბერძნეთის სუპერლიგაში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი ლაშა შერგელაშვილი კარიერას საბერძნეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. 27 წლის მცველი ამიერიდან „იანინას“ ღირსებას დაიცავს. აღნიშნულ ინფორმაციას ბერძნული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ავრცელებს.

შერგელაშვილმა ბოლო ორი სეზონი ლატვიურ „რიგასში“ გაატარა, რომელთანაც ცოტა ხნის წინ კონტრაქტი დაუსრულდა. შესაბამისად, „იანინას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, თუმცა რა ვადით გააფორმა ახალ გუნდთან ხელშეკრულება უცნობია.

„იანინა“ საბერძნეთის სუპერლიგაში 15 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-12 ადგილზეა და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

რაც შეეხება შერგელაშვილს, „რიგასამდე“ „სამტრედიას“, „დინამო თბილისისა“ და „ტორპედოს“ რიგებში თამაშობდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 7 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.113247