ფეხბურთი

18:51 | 18.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოლბრაიტონმა "მელიებთან" გაახანგრძლივა

ინგლისურმა „ლესტერ სიტიმ“ მარკ ოლბრაიტონთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც „მელიების“ ვებგვერდი იტყობინება, ინგლისელი ნახევარმცველი გუნდში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.

29 წლის ოლბრაიტონი „ლესტერში“ 2014 წლიდან თამაშობს, ხოლო 2016 წელს ინგლისის ჩემპიონი გახდა. ამ პერიოდში კლუბის ღირსება 177-ჯერ დაიცვა და 13 გოლის გატანა მოახერხა.

აქვე გეტყვით, რომ ძველი ხელშეკრულება ოლბრაიტონს 2020 წლამდე ჰქონდა გაფორმებული.

0.109367