ფეხბურთი

5:08 | 18.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელი მწვრთნელი: "რუსეთში მუშაობა არ მაინტერესებს, ჩვენ ომი გვაქვს!"

გამოცდილი უკრაინელი მწვრთნელი მირონ მარკევიჩი რუსეთში მუშაობას არ აპირებს. როგორც მან განაცხადა, წინადადება ადრე ჰქონდა, მაგრამ ახლა რომც მიიღოს შეთავაზება, რუსეთში სამუშაოდ არ წავა.

67 წლის სპეციალისტი ამბობს, რომ რუსეთი უბრალოდ არ აინტერესებს:

„ეს იყო ადრე, როდესაც მეპატიჟებოდნენ. ახლა კი, რუსეთში მუშაობას არც ვაპირებ, ეს არარეალურია. რამდენი ბიჭი დაიღუპა, ჩვენ მათთან ომი გვაქვს. შესაძლოა, ერთხელაც ყველაფერი შეიცვალოს, ისევ გახდნენ "ძმური ხალხი", მაგრამ მე არ მჯერა, განსაკუთრებით ახლა. სხვები? მათ თავიანთი ცხოვრება და არჩევანი აქვთ. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც არ მაინტერესებს“, - განაცხადა მარკევიჩმა Vatsko Live-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, მირონ მარკევიჩს არაერთ გუნდში უმუშავია, თუმცა ძირითადად სამშობლოში. იყო უკრაინის ნაკრების მწვრთნელიც (2010 წელს), ხოლო ბოლოს „დნიპროში“ 2014-2016 წლებში მუშაობდა.

საინტერესოა, რომ უკრაინული გუნდი 2015 წელს ევროპა ლიგის ფინალში სწორედ მარკევიჩის ხელმძღვანელობით გავიდა და "სევილიასთან" (2:3) წააგო. მის კარიერაში ერთადერთი რუსული გუნდი იყო - „ანჟი“, 2002 წელს.

0.122575