ფეხბურთი

2:10 | 18.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოლ სქოულზი: "მოურინიომ "მანჩესტერიდან" გაგდებას ორგანიზება შესანიშნავად გაუწია"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა პოლ სქოულზი ჟოზე მოურინიოს შესახებ საუბრობს. ვეტერანი ინგლისელი ფიქრობს, რომ პორტუგალიელს გუნდში დარჩენა არ სურდა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გაეთავისუფლებინათ.

„ვფიქრობ, მოურინიოს დარჩენა აღარ უნდოდა, სიტუაცია არამდგრადი გახდა. შესაბამისად, მან თავის გათავისუფლებას ორგანიზება შესანიშნავად გაუწია. აშკარა იყო, რომ ფეხბურთელებს აღარ სურდათ მისი ხელმძღვანელობით თამაში და საბოლოოდ მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო.

მოურინიოს კონფლიქტი ჰქონდა ანტონიო ვალენსიასთანაც, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ბიჭია და მასთან ჩხუბი ნამდვილად შეუძლებელია. სიტუაცია სეზონის საწყისი შეკრებიდან არ მომწონდა, მოურინიომ დაიწყო საუბარი, რომ კარგი ფეხბურთელები არ ჰყავდა, მწვრთნელი ასე არ იქცევა“, - განუცხადა სქოულზმა ნორვეგიულ ტელეარხ TV2-ს.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო გასული წლის 18 დეკემბერს დაითხოვეს. მისი მემკვიდრე ოლე გუნარ სოლსკიაერი კი „ოლდ ტრაფორდზე“ დიდებულად მუშაობს და „წითელმა ეშმაკებმა“ 6-დან 6 მატჩი მოიგეს.

რაც შეეხება პოლ სქოულზს, „მანჩესტერის“ ცოცხალი ლეგენდაა, რომელმაც 1993-2013 წლებში 718 თამაშში 155 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11839