ფეხბურთი

16:49 | 2.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევრო-2016-ს პირველი ეროვნული სპონსორი ჰყავს

უეფა სიხარულით იუწყება, რომ კომპანიაFDJ(Française des Jeux) ევრო-2016-ის პირველი ეროვნული სპონსორი გახდა. პარტნიორული შეთანხმება FDJ-ს ბრენდსა და მის საქმიანობას ეხება.

FDJმსხვილი ფრანგული ლატარეის კომპანიაა, რომელსაც ფრანგულ პროფესიულ და სამოყვარულო სპორტთან მჭიდრო კავშირი აქვს. ის სპორტის “ვარსკვლავებისა” და სხვადასხვა დიდი სპორტული ღონისძიებების სპონსორია. მას საფრანგეთის 12000 ქალაქსა და სოფელში 330000 სავაჭრო წერტილი აქვს და დაახლოების 27 მილიონი კლიენტი ჰყავს.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კომენტარი UEFA Events SA-ს მარკეტინგის დირექტორმა გი-ლორან ეპსტეინმა გააკეთა:

“სიხარულით მივესალმების FDJ-ს ევრო-2016-ის პირველი ეროვნული სპონსორის რანგში. მას საფრანგეთში 33000 სავაჭრო წერტილი და გულშემატკივრებთან მჭიდრო კავშირი აქვს. FDJქვეყანაში ჩემპიონატის რეკლამირებისთვის იდეალური პოზიცია აქვს. FDJმრავალი წელია ფრანგულ სპორტთან თანამშრომლობს და ამიტომ, სრულიად ლოგიკურია, რომ ასეთ კომპანიას უმსხვილეს სპორტულ ღონისძიებაში თანამონაწილეობა სურს, რათა ის ემოცია გაიზიაროს, რომელიც ფეხბურთს მოაქვს”.

თეგებიევრო-2016
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114899