ფეხბურთი

23:13 | 17.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

რობერტსონმა "ლივერპულთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მარცხენაგარემარბმა ანდრიუ რობერტსონმა "ლივერპულთან" ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

რობერტსონი "წითლებმა" 2017 წლის ზაფხულში "ჰალ სიტიდან" ცხრა მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს. გასულ სეზონში ანდრიუმ 30 მატჩი ჩაატარა, ხოლო მიმდინარე სათამაშო წელს საკუტარ პოზიციაზე ადგილი დაიმკვიდრა და 26 შეხვედრაში ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11206