ფეხბურთი

22:21 | 17.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ესპანეთის თასზე დისკვალიფიკაცია ემუქრება

კატალონიის "ბარსელონა" შესაძლოა ესპანეთის თასის მიმდინარე სეზონიდან მოკვეთონ. როგორც El Mundo იუწყება, "ბლაუგრანამ" "ლევანტესთან" მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი ათამაშა და დასჯის მიზეზი შეიძლება ეს გახდეს.

როგორც ცნობილი ხდება, "ბარსელონას" მცველს ჟუან მოვილიას დისკვალიფიკაცია სარეზერვო გუნდში თამაშის დროს ჰქონდა მიღებული და პირველ გუნდში თამაშის უფლება არ ჰქონდა. მსგავსი შემთხვევა 2015 წელს დაფიქსირდა, როდესაც "რეალმა" დისკვალიფიცირებული დენის ჩერიშევი ათამაშა და "სამეფო კლუბი" გათამაშებიდან მოხსნეს.

თეგებიბარსელონა
0.110632