ფეხბურთი

22:43 | 17.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ადამიანი ობობა" - ჯეიმი ვარდის ხუმრობა არ გამოუვიდა (+VIDEO)

ინგლისური "ლესტერ სიტის" ფორვარდმა ჯეიმი ვარდიმ გუნდის ბოლო ვარჯიშზე გართობა და ხუმრობა სცადა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ გამოუვიდა.

ინგლისელი ფორვარდი "ადამიანი ობობას" ფორმაში გამოეწყო, საგულდაგულოდ დაიმალა და მთავარი მწვრთნელის, კლოდ პუელის შეშინება დააპირა. თუმცა, ჯეიმის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.

თითქოს ფრანგმა მწვრთნელმა ყველაფერი იცოდა და მიუხედავად იმისა, რომ ვარდის მცდელობა არ დაუკლია, ამ საქმიდან ბევრი არაფერი გამოუვიდა. შეშინების რა გითხრათ და, სახალისო ვიდეო კი ნამდვილად გამოვიდა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116497