ფეხბურთი

21:39 | 17.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნამდვილად? - აზიის თასზე სირიელმა ფეხბურთელმა პენალტი თანაგუნდელთან შეჯახებით მოიპოვა (+VIDEO)

ფეხბურთის ისტორიას ასეთი უცნაური და კომიკური პენალტი ალბათ რთულად რომ ახსოვდეს, როგორიც მექსიკელმა სეზარ რამოსმა ავსტრალიის ნაკრების კარში დანიშნა.

აზიის თასის B ჯგუფის მესამე ტურში ავსტრალია სირიას ხვდებოდა და 2:1 ამარცხებდა. შეხვედრის 79-ე წუთზე კი, სირიელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, თუმცა მეტად უცნაურ ვითარებაში.

ავსტრალიელთა საჯარიმოში მოჰამად ტამერ ჰაი და ომარ ალ სომა, სირიის ნაკრების ფეხბურთელები, ერთმანეთს შეეჯახნენ და შედეგად, ალ სომა წაიქცა. მექსიკელმა არბიტრმა კი, ჩათვალა, რომ სირიელი ფორვარდი ავსტრალიელმა ფეხბურთელმა წააქცია და არც მეტი, არც ნაკლები, თერთმეტმეტრიანი დანიშნა... უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი ომარ ალ სომამ გოლად აქცია და ანგარიში გაათანაბრა.

საბოლოოდ, სირიას უსამართლო გოლი არ შეერგო და მსაჯის კომპენსირებულ დროში გაშვებული გოლით თამაში მაინც წააგო - 2:3.

აქვე გეტყვით, რომ ამ ჯგუფიდან პლეი-ოფში იორდანია (7 ქულა) და ავსტრალია (6 ქულა) გავიდნენ, ხოლო სირია 1 ქულით ბოლო, მეოთხე ადგილს დასჯერდა და ტურნირს დაემშვიდობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141336