ფეხბურთი

20:12 | 17.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: რემზიმ "იუვენტუსთან" კონტრაქტი გააფორმა

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა აარონ რემზიმ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა. ამის შესახებ იტალიური გამოცემები იტყობინებიან. უელსელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება მადრიდის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში წარმატებით გაიარა და „იუვეს“ ზაფხულში შეუერთდება.

რემზი ტურინელებმა 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს. მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და 28 წლის უელსელი სეზონში 8 მილიონ ევროს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ აარონი „იუვენტუსის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში რემზიმ „არსენალის“ რიგებში 24 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.

0.11607