ფეხბურთი

18:55 | 17.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" ყველაზე ცუდი სეზონი 21-ე საუკუნეში

მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის სამეფო თასზე „ლეგანესთან“ (0:1) წააგო და ეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით მეათე მარცხი აღმოჩნდა.

საინტერესოა, რომ იანვრისთვის ხსენებული რაოდენობის წაგება „სამეფო კლუბმა“ 1999 წლის შემდეგ პირველად განიცადა.

მადრიდელებმა მიმდინარე სეზონში ევროპის სუპერთასზე „ატლეტიკოსთან“, ჩემპიონთა ლიგაზე ცსკა-სთან ორჯერ, სამეფო თასზე „ლეგანესთან“, ხოლო ლა ლიგაში „სევილიასთან“, „ალავესთან“, „ლევანტესთან“, „ბარსელონასთან“, „ეიბართან“ და „სოსიედადთან“ განიცადეს მარცხი.

„რეალის“ ნახევარმცველი კაზემირო საჯაროდ აღიარებს, რომ გუნდში იდეალური მდგომარეობა არაა:

„კარგად ვერ ვთამაშობთ და ვიცით, რომ უნდა მოვუმატოთ, რადგან ამ გუნდის ისტორია ამას მოითხოვს. ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ კარგად მაინც არ გამოგვდის. სამეფო თასის შემდეგ ეტაპზე ვართ, მაგრამ ჩემპიონატში პირველი ადგილი ძალიან შორსაა („ბარსელონა“ 10 ქულით უსწრებს - ავტ. თუმცა, ჯერ კიდევ ყველა ფრონტზე ვიბრძვით და უფრო მეტი ეფექტურობაა საჭირო“, - განაცხადა კაზემირომ.

აქვე გეტყვით, რომ „ლეგანესთან“ წაგების მიუხედავად „რეალი“ სამეფო თასის შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა, რადგან პირველი მატჩი 3:0 ჰქონდა მოგებული.

თეგებირეალი
0.129745