ფეხბურთი

15:51 | 17.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

„რეალის“ მეკარე „ლიდსში“ გადავიდა

მადრიდის „რეალის“ მეკარე, კიკო კასილია კარიერას „ლიდს იუნაიტედში“ გააგრძელებს - გვამცნობს ინგლისური კლუბის ოფიციალური გვერდი. 32 წლის ესპანელ მეკარეს, ჩემპიონშიფის ლიდერმა, კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

ადრე მედიაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ „ლიდსი“ კასილიას უფასოდ მიიღებდა, მიუხედავად იმისა, რომ მეკარეს „სამეფო კლუბთან“ 2020 წლამდე აკავშირებდა კონტრაქტი. სამაგიეროდ, იმავე რაოდენობის ჯამაგირს გადაუხდიდა, რამდენსაც „რეალში“ იღებდა.

მიმდინარე სეზონში კასილიას არცერთხელ უთამაშია „რეალის“ შემადგენლობაში. კეილორ ნავასთან და ტიბო კურტუასთან კონკურენციას ვერ გაუძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11204