ჩოგბურთი

13:11 | 17.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი VS ციციპასი მარგარეტ კორტ არენაზე

26 წლის ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ავსტრალიის ღია პირველობაზე მე-3 მატჩის ჩატარებაც დილის 4 საათიდან მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ მე-19 ნომრად განთესილი ბასილაშვილი 2019 წლის პირფველი სლემტურნირის მე-3 წრეშია გასული და მე-14 რეიტინგის მქონე ბერძენ სტეფანოს ციციპასთან დაპირისპირება ელის.
აღნიშნული შეხვედრა 18 იანვარს პირველ წყებაშია დანიშნული, ქართველი ჩოგბურთელისთვის სასიამოვნო კი ის უნდა იყოს, რომ თამაში ერთ-ერთ ცენტრალურ – მარგარეტ კორტ არენაზე ჩატარდება.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, ბასილაშვილმა მელბურნში ამერიკელ კრისტოფერ ეუბანკსს 6:4, 4:6, 7:6 (8:6), 6:3 სძლია, იტალიელი სტეფანო ტრავალია კი 3:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3 დაამარცხა. თავის მხრივ, ციციპასმა იტალიელ მატეო ბერეტინისა და სერბ ვიკტორ ტროიცკის, შესაბამისად, 6:7 (3:7), 6:4, 6:3, 7:6 (7:4) და 6:3, 2:6, 6:2, 7:5 აჯობა.
ქართველმა ჩოგბურთელმა უკვე დაიცვა ავსტრალიაში შარშან გამომუშავებული 90 სარეიტინგო ქულა, მორიგი გამარჯვების შემთხვევაში კი, მონაგარს კიდევ 90 ქულას შემატებს. ამ დროისთვის, ნიკას ატპ-ს ლაივ-კლასიფიკაციაში 1820 ქულა აქვს და მისთვის სარეკორდო მე-20 ადგილზეა.

0.11256