ფეხბურთი

3:28 | 17.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" "ბაიერნში" ფეხბურთელებს აღარ გაყიდის

დორტმუნდის „ბორუსია“ მიუნხენის „ბაიერნის“ გაძლიერებას აღარ აპირებს. ავტორიტეტული Bild-ის ინფორმაციით, „ყვითლები“ შეიმუშავებენ გეგმას, რომლის მიხედვით „რეკორდმაისტერში“ მის ფეხბურთელებს გადასვლას აუკრძალავენ.

აღნიშნული გზით „დორტმუნდს“ სურს, რომ ბუნდესლიგაში მთავარი კონკურენტი მისი დასუსტების ხარჯზე არ გაძლიერდეს. შედეგად, „დორტმუნდი“ „ბაიერნს“ ფეხბურთელებს აღარ მიჰყიდის.

საინტერესოა, რომ მიუნხენელებს კრისტიან პულიშიჩის დამატება სურდათ, მაგრამ „ბორუსიამ“ ამერიკელი შემტევი ლონდონის „ჩელსიში“ გაასხვისა. აქვე გეტყვით, რომ ბოლო წლებში „დორტმუნდიდან“ „ბაიერნში“ რობერტ ლევანდოვსკი, მარიო გიოტცე და მატს ჰუმელსი გადავიდნენ, რამაც „მიუნხენური გიგანტი“ გააძლიერა, ხოლო „ყვითლები“ ძალზე დაასუსტა.

შეგახსენებთ, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში პირველი წრის შემდეგ პირველ ადგილზე „დორტმუნდია“, რომელიც ნიკო კოვაჩის გუნდს 6 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116755