ფეხბურთი

3:10 | 17.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "რონალდუ სწორედ ამისთვის ვიყიდეთ"

იტალიის ჩემპიონის, „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მილანთან“ (1:0) იტალიის სუპერთასზე გამარჯვების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

ალეგრის თქმით, „იუვენტუსმა“ პორტუგალიელი თავდამსხმელი სწორედ გადამწყვეტი შეხვედრებისთვის შეიძინა.

„რონალდუ ჩვენ სწორედ ამის გამო ვიყიდეთ, ასეთ მატჩებში გოლის გასატანად. მან კარგი შეხვედრა ჩაატარა და გოლის გარდა, სხვა ეპიზოდებშიც დიდი სამუშაო შეასრულა“, - განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსმა“ „მილანი“ რონალდუს გოლით დაამარცხა და იტალიის სუპერთასის მოგება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107407