ფეხბურთი

22:00 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ყირგიზი ფეხბურთელის ისტორიული ჰეთ-თრიქი

ყირგიზეთის ნაკრების ფეხბურთელი ვიტალი ლუქსი ამ ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ აზიის თასის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ყირგიზეთმა ფილიპინები 3:1 დაამარცხა და სამივე გოლი ლუქსმა გაიტანა.

ის გახდა ყირგიზეთის ნაკრების არსებობის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჰეთ-თრიქის შესრულება მოახერხა.

29 წლის ვიტალი ლუქსი გერმანიის მეოთხე დივიზიონის ბინადარ „ულმ-1846“-ის ღირსებას იცავს. რაც შეეხება ყირგიზეთს, ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა, თუმცა პლეი-ოფში გასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. ამისთვის კი საუკეთესო მესამეადგილოსნებში მოხვედრა დასჭირდება.

0.12538