ფეხბურთი

21:01 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონაში" ვალვერდეს ნდობა გამოუცხადეს

კატალონიის „ბარსელონას“ მომავალ სეზონშიც ერნესტო ვალვერდე გაწვრთნის. ამის შესახებ განცხადება კატალონელთა პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ გააკეთა. მისი თქმით, გუნდის ხელმძღვანელობა ესპანელი სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილია.

„ეჭვი არ გვეპარება, რომ ვალვერდე მომავალ სეზონშიც „ბარსელონას“ მწვრთნელი იქნება. ვალვერდეს ვესაუბრეთ და იცის, რომ ვენდობით. ის ჭკვიანი ადამიანია, კარგად იცნობს გუნდის სისტემას და ჩვენც მოგვწონს მისი მართვის სისტემა ჩვენს გუნდში“, - განაცხადა ბართომეუმ.

შეგახსენებთ, რომ ერნესტო ვალვერდე „ბარსელონას“ 2017 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებს და ამ პერიოდში ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოაგებინა.

0.107911