ფეხბურთი

21:29 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგმა "ბარსელონას" პსჟ ამჯობინა

ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ გადავა. As-ის ინფორმაციით, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და „ბარსელონაში“ გადასვლას პარიზული ვარიანტი ამჯობინა.

გავრცელებული ცნობით, პსჟ-მ დე იონგსა და „აიაქსს“ გაცილებით უკეთესი პირობები შესთავაზა, ვიდრე ესპანურმა გრანდმა. ფრანგული გუნდი 21 წლის ფეხბურთელში 75 მილიონ ევროს იხდის.

ფრენკი დე იონგმა მიმდინარე სეზონში „აიაქსის“ რიგებში 26 თამაში ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110267