ფეხბურთი

14:47 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლაიპციგი“ ვერნერს წელიწადში 6 მილიონს სთავაზობს

„ლაიპციგი“ ყველა ღონეს ხმარობს თავისი საუკეთესო შემტევის, ტიმო ვერნერის შესანარჩუნებლად - წერს Bild-ი. გერმანულმა კლუბმა მას ახალი კონტრაქტი შესათავაზა, რომლის მიხედვითაც, ის წელიწადში ჯამაგირად 6 მილიონ ევროს მიიღებს და გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

წყაროს ცნობით, 22 წლის ვერნერს, ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება მომავალი კარიერის შესახებ. მის „ლაიპციგთან“ კონტრაქტს ვადა 2020 წელს ეწურება.

წინა დღეებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ვერნერის შეძენა მადრიდის „რეალს“ სურს. „სამეფო კლუბი“ მას დაშავებული კარიმ ბენზემას შემცვლელად მოიაზრებს.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ვერნერმა 17 მატჩში 11 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.

0.112003