ფეხბურთი

11:51 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სოლარი: „ისკოს გაყიდვა? ტრანსფერების შესახებ გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, სანტიაგო სოლარიმ, ნახევარმცველ ისკოს „სამეფო კლუბში“ დარჩენის შესახებ ისაუბრა. ცნობისათვის, ესპანურ მედიაში რამდენჯერმე დაიწერა, ისკო და სოლარი ერთმანეთს დაემდურნენო.

„ისკოს გაყიდვა? მე უბრალოდ მწვრთნელი ვარ. „რეალს“ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს და ყოველი მატჩის წინ საუკეთესოები უნდა ავირჩიო. რა უნდა გავაკეთო ისკოს დასატოვებლად? ადრეც ვთქვი: ტრანსფერების შესახებ გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ.“ - უთხრა სოლარიმ AS-ს.

წლევანდელ სეზონში 26 წლის ისკომ ესპანეთის ჩემპიონატის 13 მატჩში ერთი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა. „რეალთან“ მისი კონტრაქტი 2022 წლამდეა გათვლილი.

0.123176