ჩოგბურთი

7:35 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა სტეფანოს მოუგო და სტეფანოსს ეთამაშება (+VIDEO)

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის 1/32-ფინალში იტალიელი სტეფანო ტრავალია უმძიმეს ბრძოლაში 3:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3 დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე ნიკას მეტოქე ბერძენი სტეფანოს ციციპასი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-15 ადგილზეა. ბასილაშვილს რთული შეხვედრა ელის.

ტრავალიასთან მატჩში, გადამწყვეტ მეხუთე სეტში 4:3-ზე ქართველის სასარგებლოდ, ბასილაშვილმა ბრეიკი შეასრულა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. ნიკამ 9 ეისი და 12 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ბასილაშვილმა 13 შესაძლებლობიდან 7 ბრეიკი შეასრულა, ხოლო იტალიელმა 10-დან ექვსი.

ბასილაშვილმა ამ გამარჯვებით, შარშან მოპოვებული 90 სარეიტინგო ქულა დაიცვა და 105 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ამ დროისთვის "ლაივ რეიტინგში" ნიკა მე-18 ნომერია.

ნიკოლოზი და სტეფანოს ციციპასი ერთმანეთს კარიერაში პირველად შეხვდებიან. მატჩი 18 იანვარს გაიმართება. სტეფანოსმა თავის მხრივ, ვიქტორ ტროიცკის 6:3, 2:6, 6:2, 7:5 მოუგო. 20 წლის ციციპასს კარიერაში ATP-ის ორი, ერთი ჩელენჯერის და სამი ITF-ის ტურნირი აქვს მოგებული.

0.1187