ფეხბურთი

2:25 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

რენე ფერეირა პორტუგალიის ჩემპიონატში გადავიდა

„დინამო თბილისისა“ და „ზესტაფონის“ ყოფილი მცველი რენე ფერეირა კარიერას პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ბინადარ „მარიტიმუში“ გააგრძელებს. ამის შესახებ პორტუგალიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

რენე ფერეირა საქართველოში 2013 წელს გამოჩნდა და „ზესტაფონის“ რიგებში წელიწადნახევრის განმავლობაში 49 მატჩში 1 გოლი გაიტანა. შემდეგ კი „დინამოში“ გადაბარგდა, რომლის ღირსება 66 შეხვედრაში დაიცვა და 3 გოლი გაიტანა.

რენემ საქართველო 2016 წელს დატოვა. გასული სეზონის ბრაზილიის სერია A-ს ბინადარ „პარანაში“ გაატარა და 19 თამაშიც ჩაატარა. რაც შეეხება „მარიტიმუმს“, პორტუგალიის ჩემპიონატში ამ დროისთვის მე-14 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116178