კალათბურთი

22:45 | 15.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში ლეონარდი და მიტჩელი გამოარჩიეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში "იუტას" მოთამაშე დონოვან მიტჩელი და აღმოსავლეთში "ტორონტოს" ლიდერი კავაი ლეონარდი აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"ტორონტომ" სამივე შეხვედრა მოიგო, კავაი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 30.7 ქულას, 8.7 მოხსნას, 5 პასს და 3.3 ჩაჭრას აგროვებდა. "იუტამ" სამი შეხვედრა მოიგო და ერთი წააგო. მიტჩელი საშუალოდ ერთ მატჩში 31.5 ქულა, 5.8 პასს და 4.3 მოხსნას აკეთებდა.

0.115521